2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე აპლიკანტებმა დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად უნდა წარმოადგინონ კოლეჯის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-11 მუხლით განსაზღვრული შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება სასურველი სპეციალობის მითითებით;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი;
გ) არასრულწლოვანმა უნდა წარმოადგინოს პირადობის და დაბადების მოწმობის ასლები, ასევე მშობლის ან მეურვეობაზე კანონიერი წარმომადგენლის პირადობის ან პასპორტის ასლი;
დ) საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა ზოგადი განათლების (9 კლასი) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
ე) უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა სრული ზოგადი განათლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა სრული ზოგადი განათლების დაძლევის გარეშე.
ვ) სსსმ და შშმ პირების შემთხვევაში, მშობელმა უნდა წარმოადგინოს პირადობის ან პასპორტის ასლი ხოლო რომლებიც იმყოფებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობის ქვეშ, მათმა მეურვეებმა უნდა წარმოადგინონ მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;