FB და WEB პოსტები

სსიპ კოლეჯმა „ერქვანი“, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში დაიწყო პროექტის „სამეწარმეო აზროვნება - ცოდნა და ქცევები ცვლილებებისთვის” განხორციელება. მთავარი იდეა ემსახურება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მრავალფეროვანი ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება, როგორც კოლეჯის სტუდენტების, ასევე თემში მცხოვრები სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ა(ა)იპ „უნარების სააგენტოს“ მიერ.

პროექტის მთავრ მიზანს წარმოადგენს კოლეჯის სტუდენტებისა და თემის წევრებისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება.

ამავდროულად პროექტი თავისი არსით მიმართულია საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარებასა და ახლგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდაზე, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ზოგადად რეგიონის განვითარებაზე.

პროექტით განსაზღვრული აქტიობების განხორციელება, დაგეგმილია ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო კომუნიკაციით. 

დაინტერესებულ მხარეებს გიწვევთ პროექტით გათვალისწინებულ აქტიობებში მონაწილეობის მისაღებად:

ა) 5 დღიანი პირისპირ ტრენინგი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ - 2-6 ნოემბერი: ლენტეხი და ონი; დრო: 11:00-16:30 სთ. 7-11 ნოემბერი: ამბროლაური და ცაგერი; დრო: 11:00-16:30 სთ. ტრენინგის აღწერა: მსმენელები 5 დღის განმავლობაში შეისწავლიან ბიზნეს იდეიის ჩამოყალიბებას, მარკეტინგული გეგმის, ფინანსური დაგეგმვისა და ბიზნეს-გეგმის შემუშავების საკვანძო საკითხებს, ტრენინგის დასრულების ემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები, კონკურსით შეირჩევიან წარმატებული მონაწილეები, რომელთაც პროექტის ექსპერტები გაუწევენ მენტორინგს, ბიზნეს-გეგმ(ებ)ის დაფინანსებაზე წარდგენამდე; ტრენინგების დროს მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით და ყველა საჭირო სასწავლო მასალით; 

ბ)  1 დღიანი პირისპირ ვორქშოფი „ორგანული მეღვინეობა მევენახეობა“ პირისპირ ვორქშოფი - 16 ნოემბერი - ცაგერის მუნიციპალიტეტი ალპანა; დრო: 12:00-17:00 სთ. 17 ნოემბერი - ამბროლაური; დრო: 12:00-17:00 სთ.

გ) 2 დღიანი ონლაინ ტრენინგი „ციფრული მარკეტინგი“ - 21-22 ნოემბერი: დრო: 11:00-14:00 სთ;

დ) 2 დღიანი ონლაინ სემინარი „შრომის უსაფრთხოება“ - 27-28 ნოემბერი: დრო: 11:00-14:00 სთ; 

ე) 1 დღიანი ონლაინ სემინარი „გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე“ - 4 დეკემბერი: დრო: 12:00-15:00 

ვ) პირისპირ სემინარი თემაზე კვლევის მეთოდები“ - 07 დეკემბერი ამბროლაური; დრო: 11:00-15:00 სთ; 

ზ) ონლაინ შეხვედრა „წარმატებულ მეწარმე ქალებთან“ - 12 დეკემბერი; დრო: 17:00-19:00 სთ;

თ) ონლაინ შეხვედრა „განახლებადი ენერგიის მომხმარებელ მეწარმეებთან“ - 19 დეკემბერი; დრო: 17:00-19:00 სთ;

ი) ონლაინ სემინარი საჯარო-კერძო პარტნიორობის მნიშვნელობა“ 22. იანვარი (2024წ) ამბროლაური და ონი; დრო: 12:00-15:00სთ;

კ) ონლაინ სემინარი საჯარო-კერძო პარტნიორობის მნიშვნელობა“23. იანვარი (2024წ) ცაგერი და ლენტეხი; დრო: 12:00-15:00სთ;

ლ) ადგილობრივი ახალგაზრდების შეხვედრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში - 5 თებერვალი (2024წ.); დრო: დაზუსტდბა მოგვიანებით;

მ) ადგილობრივი ახალგაზრდების შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში - 6 თებერვალი (2024წ.); დრო: დაზუსტდბა მოგვიანებით;

ნ) ადგილობრივი ახალგაზრდების შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში - 7 თებერვალი (2024წ.); დრო: დაზუსტდბა მოგვიანებით;

ო) ადგილობრივი ახალგაზრდების შეხვედრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში - 8 თებერვალი (2024წ.); დრო: დაზუსტდბა მოგვიანებით;

 

ღონისძიებებზე დასწრების მსურველბმა, წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია. ონლაინ ღონისძიებებზე დასწრების მსურველთა რაოდენობა არ არის შეზღუდული, ონლაინ ტრენინგების/რეგისტრაციის ბმულები, რეგისტრირებულ მონაწილეებს დაეგზავნებათ რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. პირისპირ შეხვედრების დროს მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოხდება მათი შერჩევა.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1X85FQwxzK21ySRSYcSPJOqo4o-PvjpwPZzURhGC96k8/edit

 

 

 

 

 

 

 

 

უკან

გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?
დიახ
არა