სამუშაო  აღწერილობა: 

  • კოლჯის პროფორიენტაციისა და კარიერული განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, სამოქმედო გეგმის მომზადება;
  • ბენეფიციარებს დაეხმაროს საკუთარი შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების გამოვლენაში;
  • ბენეფიციარებს გააცნოს პროფესიათა სამყარო, ცალკეული პროფესიის თავისებურებანი და ის მოთხოვნები, რომელსაც იგი უყენებს მომუშავეს, აგრეთვე ამ პროფესიით დასაქმების შესაძლებლობანი;
  • ბენეფიციარებს გაუწიოს კონსულტაცია და დაეხმაროს  კონკრეტული პროფესიის სწორედ არჩევაში.
  • პროფორიენტაციის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის, სხვადახსვა დარგის ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობა;
  • პროფესიული სტუდენტებისათვის/კურსდამთავრებულებისთვის კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზება;
  • პოტენციურ დამსაქმებლებთან ურთიერთობის დამყარება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
  • სტუდენტების და კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების მიზნით, სურვილის შემთხვევაში, მომზადება/გადამზადების პროგრამებში მათი მონაწილეობის ორგანიზება;
  • პროფესიების შესახებ სხვადასხვა მასტერ კლასებისა და კონფერენციების ორგანიზება;
  • სწავლის პროცესში სტაჟირების ხელშეწყობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • დასაქმების ფორუმებში მონაწილეობა;
  • კვლევის წარმოება დამსაქმებლების, პოტენციური ბენეფიციარების, სტუდენტების და კურსდამთავრებულების  საჭიროებების შესაბამისად;
  • ჩატარებული კვლევების საფუზველზე კვლევის ანალიზის გაკეთება
  • კითხვარების შემუშავება კვლევების წარმოებისათვის (დამსაქმებლებთან, პოტენციურ ბენეფიციარებთან, სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან);
  • დამსაქმებლებთან/სტუდენტებთან ინტერვიუს წარმართვა (საჭიროების შემთხვევაში) მათი პროფესიული  საჭიროებების დადგენის მიზნით;

 

მოვალეობები:

  • დამსაქმებლების მუდმივი მოძიება და მათთან ურთიერთობის გამყარება;
  • დამსაქმებელთა ბაზების შექმნა, პერიოდულად ძველი  ინფორმაციის განახლება;
  • აპლიკანტებთან, საიფორმაციო/პროფორიენტაციული შეხვედრების ორგანიზება და  ღია კარის დღეების ორგანიზება კოლეჯში;
  • დასაქმების სფეროების მიხედვით ვაკანსიების მოძიება და შეთავაზება სტუდენტებისთვის;
  • კოლეჯის პოპულარიაზაციის ხელშეწყობა;
  • კონფიდენციალობის  დაცვა  (ბენეფიციარების პირადი ინფორმაციის გაუცემლობა);
  • რეგიონის სკოლების, მოსწავლეთა კონტიგენტის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ბაზის შექმნა;
  • შრომის ბაზარზე, კვლვის შედეგად გამოკვეთილი მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაციას, კვლევის ანალიზის სახით,  აწვდის ხარისხის მენეჯერს;
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
  • გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულება დირექტორთან;

 

 

 სამუშაო გამოცდილება

  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფორიენტაციის მიმართულებით ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამუშაო გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა.

 

 დაინტერესების  შემთხვევაში  კანდიდატებმა  კოლეჯში უნდა წარმოადგინონ  შემდეგი  დოკუმენტები  შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:  koleji.erqvani@gmail.com

  •  განცხადება  კნდიდატურის განხილვის შესახებ;  (განცხადებაში  მითითებული  უნდა იყოს დანარჩენი წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი);
  •   CV/რეზიუმე;
  •   სამოტივაციო  წერილი;
  •   უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  •   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  •   სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან რომელიმე დოკუმენტის  წარმოუდგენლობის შემთხვევაში დარეგისტრირებული კანდიდატის  საბუთები არ  განიხილება.

  კანდიდატის შერჩევის პირველი ეტაპის და საბუთების გადარჩევის  წარმატებით გავლის შემთხვევაში კოლეჯი თავად  დაუკავშირდება კანდიდატებს და  მოახდენს მათთან გასაუბრებას ერთ-ერთი კადიდატის შერჩევის მიზნით.

  კომისიის მიერ კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში  კანდიდატმა კოლეჯში  უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება;
  • ნოტარიულად დამოწმებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • CV/რეზიუმე;
  • სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ;
  • ცნობა ნასამართლეობის შესახებ;


დეტალური  ინფორმაციის  მისაღებად  დაგვიკავშირდით  ნომერზე:  +995 595  068  633

უკან

გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?
დიახ
არა