ქ. ამბროლაურში, 1981 წლიდან ფუნქციონირებს პროფესიული სასწავლებელი. სხვადასხვა პერიოდის რეფორმების შედეგად რამოდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება,  ფუნქცია და მდებარეობა:

  1. 1981-1982 წლები - ამბროლაურის №147 სოფლის საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
  2. 1982-1984 წლები - ამბროლაურის №156 სოფლის საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
  3. 1984-1990 წლები - ამბროლაურის №156  საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
  4. 1990-1991 წლები - ამბროლაურის  სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი.
  5. 1991-2001 წლები - ამბროლაურის №156 სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი.
  6. 2001-2008 წლები - ამბროლაურის პროფესიული სასწავლებელი.
  7. 2008-2011 წლები - ამბროლაურის პროფესიული სწავლების ცენტრი.
  8. 2011-2019 წლები - სსიპ პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“.
  9. 2019-დან - სსიპ კოლეჯი „ერქვანი“.

    2018 წლის 20 სექტემბრის „საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“, შეცვლილი  საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად, შეიცვალა წესდება (2019 წლის 19 ივნისი) და ჩამოყალიბდა სსიპ კოლეჯი „ერქვანი“, როგორც  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის  რეგიონის  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.  

    აღნიშნული სასწავლებელი განთავსებული იყო მისთვის სპეციალურად აშენებულ იმ დროისთვის თანამედროვე შენობა ნაგებობაში, შესაბამისად ფლობდა საკმაოდ კარგ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. 1991 წელს მომხდარმა მიწისძვრამ და იმ დროისთვის დამახასიათებელმა მოვლენებმა, თითქმის მთლიანად გაანადგურა აღნიშნული ბაზა. 1991 წლიდან  სასწავლებელმა  ფუნქციონირება გააგრძელა ამბროლაურის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ტერიტორიაზე გურგენიძის ქ. №10-ში (აღნიშნული ტექნიკუმი გაუქმდა 1989 წელს).

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მიერ  2011 წლის ივლისში დაიწყო და 2013 წლის სექტემბერში დასრულდა ახალი თანამედროვე ტიპის სასწავლო კორპუსის მშენებლობა ქ. ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას ქ. N10-ში.

2020 წლის ნოემბერში დაიწყო და 2021 წლის ივლისში დასრულდა სასწავლო-სახელოსნოების მშენებლობა გურგენიძის ქ. №10-ში. შრომის ბაზრის მოთხოვნის და დასაქმების სფეროების შესაბამისად სასწავლებელი ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულურ პროგრამებს, ასევე მომზადება/გადამზადების პროგრამებს. ასევე ახორციელებდა მოკლევადიან მომზადება/გადამზადების კურსებს  UNDP-ის და USAID-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით სხვადასხვა სფეროებში და პროფესიებში: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტურიზმი, ხელოვნება და სხვა.

გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?
დიახ
არა