კოლეჯში სწავლების მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ შემდეგი  პროფესიები:

 

1. ბუღალტული აღრიცვხა  -  სწავლის ხანგრძლივობა 20 თვე (მიიღებიან  სრული ზოგადი განათლების მქონე პირები)
კურსდამთავრებულს შეეძლება:

1. შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა

2. შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო დოკუმენტები)

3. აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები

4. შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები

5. მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება

6. აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით

7. აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე

8. აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა

9. შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი.

ბუღალტრულ აღრიცხვაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს:

კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.  

 

2.  ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა  ( IT ) - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე
კურსდამთავრებულს შეეძლება:

1. ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;

2. დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;

3. დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;

4. დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;

5. უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;

6. განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;

7. გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი;

8. გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;

9. შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;

10. მოახდინოს აპარატურული და პროგრამული პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს :

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.

 

3. ელექტროობა - სწავლის ხანგრძლივობა 10 თვე
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეძლება:

1. გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება;

2. გამოიყენოს ელექტრული ტექნოლოგიები, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების საშუალებები;

3. დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში;

4. მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით;

5. გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური მეთოდები;

6. წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით;

7. შექმნას და წარადგინოს პროექტი.

ელექტროობის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს :

ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტრულ დანადგარებისა და სხვა ელექტრულ აპარატურის მომსახურე პირად: ელექტრიკოსად; ელექტროტექნიკური სისტემების მემონტაჟედ; შენობის ელექტრიკოსად; მომმარაგებელელექტრიკოსად; ელექტრომექანიკოსად;  ელექტროგაყვანილობის და ფი ტინგების მემონტაჟედ; განათების სისტემის მემონტაჟედ; ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მემონტაჟედ; დამცავი სიგნალიზაციის მემონტაჟედ; ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების მემონტაჟედ; ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების განათების მემონტაჟედ; მზის ენერგიის ელექტრული კოლექტორების მემონტაჟედ.

 

კოლეჯის მისამართია: ქ. ამბროლაური ვაჟა-ფშაველას ქ. N 10     ტელეფონი: (439) 22 11 91

ვებ გვერდი: erqvaniprof.ge

ფეისბუქგვერდისსიპ კოლეჯი „ერქვანი“

უკან

123

გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?
დიახ
არა