ორგანიზაციის

მისია

     

სსიპ  კოლჯი ერქვანის“  მისიაა -  შრომის ბაზრის  გაზრდილი და    სწრაფად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად, ბენეფიციარებს, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და ასაკის შეუზღუდავად, მისცეს შესაძლებლობა, დაეუფლონ ახალ პროფესიას, შეიცვალონ პროფესია ან აიმაღლონ კვალიფიკაცია პრინციპით: პროფესიული განათლება მთელი სიცოცხლის მანძილზე დასაქმებისათვის და ამით შეიტანოს თავისი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

 

ორგანიზაცის ხედვა

  • რეგიონში, დაიკავოს და შეინარჩუნოს ლიდერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიცია;
  • მოამზადოს, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური კონკურენტუნარიანი სპეციალისტები;
  • მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს  რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ინოვაციების დანერგვით, პროფესიული განათლების დონეზე.
  • ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება და შეთავსებადობა. 


ორგანიზაცია
მიზნის მისაღწევად 

  • ნერგავს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანხორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიული მომზადების პროგრამებს, პროფესიული გადამზადების პროგრამებს და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამებს;
  • ახორციელებს ტრენინგ-კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა
  • უზრუნველყოფს კოლეჯში თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით;
  • ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
  • ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
  • ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო- სამეწარმეო პარტნიორობას;
  • ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
  • ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას;
  •  იკვლევს რეგიონის შრომის ბაზარს და განსაზღვრავს მოთხოვნად პროფესიებს;
  • თანამშრომლობს საქართველოს სხვა პროფესიულ კოლეჯებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
  • ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო  პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;
  • სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში ხელს უწყობს დამსაქმებლების ჩართულობას;
  • ნერგავს და კომპეტენციის ფარგლებში  ავითარებს სასწავლო პროგრამებს;
  • ხელს უწყობს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განვითარებას;
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

                                        ღირებულებები

1. მაღალკვალიფიციური სპეციალისტი- წარმატებული მომავავალი. 

2. პროფესიული განათლება მთელი სიცოცხლის მანძილზე, დასქმებისა და კეთილღეობისათვის.

3. დასაქმებული, თვითრეალიზებული საზოგადოება და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო.

4. სწავლების მაღალი ხარისხი, ორიენტირება სტუდენტებზე, დაინტერესებულ მხარეებსა და შრომის ბაზარზე.

5. გუნდური მუშაობა, თანასწორობა, სამართლიანობა, საჯაროობა,  პროფესიონალიზმი.


გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?
დიახ
არა