მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 2018 წლის 6 სექტემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით,   მოვიპოვეთ  „ელექტროობის“   პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება. 

კოლეჯი აღნიშნულ პროგრამაზე მსურველებს მიიღებს 2018 წლის საშემოდგომო მიღებაზე ( სავარაუდოდ სწავლება დაიწყება 2018 წლის ნოემბრის თვეში).

პროფესიულ სტუდენტთა მიღება შეზღუდულია, ჯგუფში მიიღება  12 პროფესიული  სტუდენტი.

პროფესიულ სტუდენტები  შეისწავლიან ამ და სხვა სამუშაოების შესრულებას:

  • შენობაში ელექტო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას.
  • საწარმოებში ელექტრო  დანადგარების დამონტაჟებას.
  • შენობაში  შესრულებული ელქტრო-სამონტაჟო სამუშაოების შემოწმებას და მომსახურეობას.
  • ელეტქრული სქემების ნახაზების  წაკითხვას  და შედგენას. 
  • ელექტრო სქემების შედგენას სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით. 
  • საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ინფორმაციის მოძიების  მიზნით.

პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში შემდეგ პოზიციებზე:

ელექტრიკოსი, ელექტრო ტექნიკური სისტემების მემონტაჟე, შენობის ელექტრიკოსი, ელექტრო მექანიკოსი, განათების  სისტემების მემონტაჟე.

უკან

ფოტო

გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?
დიახ
არა