სსიპ პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“ 2018 - წლის  03  ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის  ჩათვლით აცხადებს მიღებას და ახორციელებს აპლიკანტთა რეგისტრაციას შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:

 ● ელექტროობა - მესამე საფეხური (სწავლის ხანგრძლივობა 41 კვირა - 10 თვე) 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია - იხილეთ აქ

ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც  აქვს ზოგადი საბაზო განათლების (9კლასი) დამადასტურებული დოკუმენტი აქვს  შესაძლებლობა,  სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლოს ზემოთქმულ პროფესიას.

ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციის გასავლელად უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობა.

აპლიკანტები  აბარებენ  გამოცდას  შემდეგ საგნებში:

1. მექანიკურ-სივრცითი უნარების ტესტი

2. ტესტი მათემატიკაში

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე ტესტების ნიმუშები - იხილეთ აქ

 

ასევე აპლიკანტებს საშუალება აქვთ  გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge  ვებ გვერდის მეშვეობით.                                                                                                                           

კოლეჯში რეგისტრაცია წარმოებს ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით, 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე: ვაჟა-ფშაველას ქ №10. რეგისტრაციის გავლა მსურველებს შეუძლიათ საგანმანათლებლო რესურსცენტრებშიც (ამბროლაური, ონი და ა.შ)   

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

( (04 39) 22 11 91               ელ. ფოსტა  -  koleji.erqvani@gmail.com

Fix 790 10 12 20                  

უკან

ფოტო

გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?
დიახ
არა