ორგანიზაციის

მისია 

     

სსიპ პროფესიული კოლჯი ,, ერქვანის“ მისიაა - თანამედროვე შრომის ბაზრის  გაზრდილი და    სწრაფად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად  მოამზადოს, თეორიულ ი და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური კონკურენტუნარიანი სპეციალისტები; პროფესიულ სტუდენტებს შესთავაზოს სტანდარტით  გათვალისწინებული  მესამე საფეხურის მაღალი ხარისხის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას;  განახორციელოს ტრენინგ-კურსები, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. ასაკის შეუზღუდავად, მისცეს შესაძლებლობა დაეუფლონ ახალ პროფესიას, შეიცვალონ პროფესია ან აიმაღლონ კვალიფიკაცია პრინციპით, პროფესიული განათლება მთელი სიცოცხლის მანძილზე დასაქმებისათვის; რეგიონის მოსახლეობას დაეხმაროს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში , დასაქმებასა და თვითდასაქმებაში. 

ორგანიზაცის ხედვა

  •  რეგიონში , დაიკავოს და შეინარჩუნოს ლიდერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პოზიცია,
  •  2020 წლისთვის განახორციელოს  ხუთუივე საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა რეგიონის მოთხოვნად პროფესიებზე.
  •  მნიშვნელოვანი წვლილი ეიტანოს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში ინოვაციების დანერგვით პროფესიული განათლების დონეზე.

ორგანიზაცია მიზნის მისაღწევად

  • უზრუნველყოფს კოლეჯში თითოეული პროფესიული სტუდენტის განათლების, მომზადებისა და განვითარების პირობებს მისი განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებით;
  • ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
  • ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
  • ხელს უწყობს პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო- სამეწარმეო პარტნიორობას;
  • ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად;
  • ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და მეთოდების გავრცელებას;
  •  იკვლევს რეგიონის შრომის ბაზარს და განსაზღვრავს მოთხოვნად პროფესიებს;
  • თანამშრომლობს საქართველოს სხვა პროფესიულ კოლეჯებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
  • ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო  პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა ურთიერთგაცვლას;
  • სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში ხელს უწყობს დამსაქმებლების ჩართულობას.
  • ნერგავს და კომპეტენციის ფარგლებში  ავითარებს სასწავლო პროგრამებს.
  • ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ღირებულებები

1. მაღალკვალიფიციური სპეციალისტი- წარმატებული მომავავალი. 

2. პროფესიული განათლება მთელი სიცოცხლის მანძილზე, დასქმებისა და კეთილღეობისათვის.

3. დასაქმებული, თვითრეალიზებული საზოგადოება და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო.

4. სწავლების მაღალი ხარისხი, ორიენტირება სტუდენტებზე, დაინტერესებულ მხარეებსა და შრომის ბაზარზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო

გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?
დიახ
არა