2022 წლის 25 ივნისს ფონდი „აფხაზინტერკონტი“ს, SDS და UNDP წარმომადგენლები იმყოფებოდნენ კოლეჯში. სტუმრები ადგილზე გაეცნენ კოლეჯსა და ფონდ „აფხაზინტერკონტს“ შორის UNDP პროექტის „სოფლის მექანიზაციის სფეროში პროფესიული უნარების განვითარება და გაძლიერება რაჭა ,ლეხჩუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში“ ფარგლებში პარტნიორობას.
კოლეჯში მიმდინარეობს სასწავლო პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თვლიანი ტრაქტორის ოპერატორი (T კატეგორია)“ შემუშავება , რომელიც განხორციელდება საპილოტე რეჟიმში ფონდ „აფხაზინტერკონტის“ს დაფინანსებით და შემდეგ ავტორიზაციის გზით პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით კოლეჯი პროგრამას წარადგენს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
აღნიშნული მომზადების პროგრამით ისარგებლებენ ადგილობრივი ფერმერები და სხვა მსურველები.

უკან

გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი ვებ-გვერდი?
დიახ
არა