ქ. ამბროლაურში, 1981 წლიდან ფუნქციონირებს პროფესიული სასწავლებელი. სხვადასხვა პერიოდის რეფორმების შედეგად რამოდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება, ფუნქცია და მდებარეობა:
- 1981-1982 წლები - ამბროლაურის №147 სოფლის საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
- 1982-1984 წლები - ამბროლაურის №156 სოფლის საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
- 1984-1990 წლები - ამბროლაურის №156 საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
- 1990-1991 წლები - ამბროლაურის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი.
- 1991-2001 წლები - ამბროლაურის №156 სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი.
- 2001-2008 წლები - ამბროლაურის პროფესიული სასწავლებელი.
- 2008-2011 წლები - ამბროლაურის პროფესიული სწავლების ცენტრი.
- 2011-2019 წლები - სსიპ პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“.
- 2019-დან - სსიპ კოლეჯი „ერქვანი“.
2018 წლის 20 სექტემბრის „საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ“, შეცვლილი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად, შეიცვალა წესდება (2019 წლის 19 ივნისი) და ჩამოყალიბდა სსიპ კოლეჯი „ერქვანი“, როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.
აღნიშნული სასწავლებელი განთავსებული იყო მისთვის სპეციალურად აშენებულ იმ დროისთვის თანამედროვე შენობა ნაგებობაში, შესაბამისად ფლობდა საკმაოდ კარგ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. 1991 წელს მომხდარმა მიწისძვრამ და იმ დროისთვის დამახასიათებელმა მოვლენებმა, თითქმის მთლიანად გაანადგურა აღნიშნული ბაზა. 1991 წლიდან სასწავლებელმა ფუნქციონირება გააგრძელა ამბროლაურის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის ტერიტორიაზე გურგენიძის ქ. №10-ში (აღნიშნული ტექნიკუმი გაუქმდა 1989 წელს).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2011 წლის ივლისში დაიწყო და 2013 წლის სექტემბერში დასრულდა ახალი თანამედროვე ტიპის სასწავლო კორპუსის მშენებლობა ქ. ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას ქ. N10-ში.
2020 წლის ნოემბერში დაიწყო და 2021 წლის ივლისში დასრულდა სასწავლო-სახელოსნოების მშენებლობა გურგენიძის ქ. №10-ში. შრომის ბაზრის მოთხოვნის და დასაქმების სფეროების შესაბამისად სასწავლებელი ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულურ პროგრამებს, ასევე მომზადება/გადამზადების პროგრამებს. ასევე ახორციელებდა მოკლევადიან მომზადება/გადამზადების კურსებს UNDP-ის და USAID-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით სხვადასხვა სფეროებში და პროფესიებში: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტურიზმი, ხელოვნება და სხვა.