12 ივლისიდან დაიწყო რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და გაგრძელდება 20 აგვისტოს ჩათვლით
კოლეჯი ,,ერქვანი' აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- „ბუღალტრული აღრიცხვა“ პროგრამის ხანგრძლივობა: 20 თვე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
- „ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა“ პროგრამის ხანგრძლივობა: 12 თვე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება;
- „ელექტროობა“ პროგრამის ხანგრძლივობა: 10 თვე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება;
- „თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი” პროგრამის ხანგრძლივობა: 11 თვე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება;
- „იატაკისა და ფილის სამუშაოები“ პროგრამის ხანგრძლივობა: 16 თვე. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება;
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ონლაინ - www.vet.emis.ge პროფესიული საგანანათლებლო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს (www.vet.emis.ge ) დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ეწვიოთ კოლეჯს. მისამართზე: ქ. ამბროლაური, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N10