სსსმ და შშმ აპლიკანტებმა რომლებმაც გაიარეს ალტერნატიული ტესტირება და გადანაწილდნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ("ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა" და "ელექტროობა"), 2020 წლის 15 სექტემბრიდან 2020 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით, ჩარიცხვის მიზნით უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება სასურველი სპეციალობის მითითებით;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი;
გ) არასრულწლოვანმა უნდა წარმოადგინოს პირადობის და დაბადების მოწმობის ასლები, ასევე მშობლის ან მეურვეობაზე კანონიერი წარმომადგენლის პირადობის ან პასპორტის ასლი;
დ) ზოგადი განათლების (9 კლასი) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
ე) ქმედუუნარობის სტატუსის სსსმ და შშმ პირების შემთხვევაში დამატებით, კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს პირადობის ან პასპორტის ასლი ხოლო რომლებიც იმყოფებიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობის ქვეშ, მათმა მეურვეებმა უნდა წარმოადგინონ მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;